ქართული კინოს ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ქართული აუდიტორია ძმები ლუმიერების კინემატოგრაფს 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად, ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ – ოდესელმა საქმიანმა ქალმა – მუშტაიდის ბაღში იმ დროისათვის საკმაოდ დიდი საზაფხულო კინო ააშენა. სოფია ივანიცკაიას ფინანსური მხარდაჭერით ალექსანდრე დიღმელოვმა 1909 წელს დაიწყო კინო ქრონიკის გადაღება. შემდგომში ამ კინოს ნეგატივები კინოქრონიკისთვის შეიძინა პატემ.
1912 წ. ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტის მოგზაურობას აღწერს.
1916-1928 წწ. პროდუსერი გერმანე გოგიტიძე ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის –ალექსანდრე წუწუნავას "ქრისტინეს" - გადაღებას. ფილმი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობას ეფუძნება.
განათლების სახალხო კომისარიატში 1921 წელს კინოს სექცია გაიხსნა, რომელიც 1923-1928 წლებში საქკინმრეწველობად მოიხსენიებოდა. ქართული ფილმების პირველი ჩვენება – "არსენა ჯორჯიაშვილი" (1921, რეჟისორი ივანე პერესტიანი), "სურამის ციხესიმაგრე" (1922, რეჟისორი ივანე პერესტიანი), გამზრდელი (1922, ვლადიმერ ბარსკი) – ლიონის საერთაშორისო კინო ფესტივალზე 1924 წელს ჩატარდა. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფილმების უმეტესობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეფუძნებოდა. ალექსანდრე წუწუნავამ და კოტე მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს, როგორიცაა მიხეილ კალატოზიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, კოტე მიქაბერიძე, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები. ამ რეჟისორებმა თავიანთი ფილმებით ხელი შეუწყეს ქართული კინოს აღმავლობას. 1928 წლიდან შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო" (1928), კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" (1929), მიხეილ კალატოზოვის "ჯიმ შვანთე" (1930) და მიხეილ ჭიაურელის "ხაბარდა" (1931). ახალგაზრდა რეჟისორებმა ჩამოაყალიბეს კინემატოგრაფიის ახალი და ორიგინალური ფორმები.
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი.
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.
ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს.
ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.
1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში.
1921წელს აწყობს ევროტურს.
მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”)
ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”
1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …
1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო
1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A King in New York”
1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს)
უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი.
ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში Vevey
კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს.
კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.
კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში” და პირველი კომერციული საზოგადო წარმოდგენა კინემატოგრაფიული ფილმისა ზუსტად ამ კაფეში გაიმართა.